top of page

AI ბუღალტრებისთვის | დაზოგეთ საათები ყოველდღიურ სამუშაოში

ფორმატი: ონლაინ ტრენინგი


თარიღი: 18-20 ნოემბერი | 3 დღე


ხანგრძლივობა: დღეში 2 საათი


ტრენერი: თეონა კარაბაკი

ტრენინგის შესახებ

​

პრაქტიკული სამდღიანი ტრენინგი ბუღალტრებისა და ფინანსური სფეროს სპეციალისტებისთვის, რომელიც დაგეხმარებათ AI ინსტრუმენტების ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში ინტეგრირებაში. გაეცნობით, როგორ გაამარტივოთ რუტინული ამოცანები, დაამუშაოთ ფინანსური მონაცემები, მოახდინოთ პროცესების ავტომატიზაცია და გააუმჯობესოთ ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პროცესები.

ტრენინგისთვის ტექნიკური ან პროგრამირების ცოდნა საჭირო არ არის.

​

რას ისწავლით?

  • ChatGPT-ის, Claude-ისა და Gemini-ის გამოყენებას საბუღალტრო და ფინანსური ამოცანებისთვის;

  • ეფექტური პრომპტების შექმნასა და პერსონალური AI ასისტენტების გამოყენებას;

  • Excel-სა და Google Sheets-ში სამუშაო პროცესების გამარტივებას;

  • დოკუმენტების დამუშავებასა და ფინანსური მონაცემების ანალიზს;

  • განმეორებადი საბუღალტრო პროცესების ავტომატიზაციას;

  • AI-ის გამოყენებას ბიუჯეტირებაში, ფულადი ნაკადების პროგნოზირებასა და საგადასახადო პროცესებში.

​

ვისთვის არის განკუთვნილი?

​

ბუღალტრებისთვის, მთავარ ბუღალტრებისთვის, ფინანსური მენეჯერებისთვის, საგადასახადო სპეციალისტებისთვის, აუდიტორებისა და ფინანსურ სფეროში დასაქმებული სხვა პროფესიონალებისთვის.

​

ტრენერის შესახებ

​

თეონა კარაბაკი - ციფრული ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის სპეციალისტი.

​

თეონას აქვს 15 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება საბანკო, იურიდიულ და შესაბამისობის მიმართულებებში. სპეციალიზებულია ბიზნესპროცესების ავტომატიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციაში, მათ შორის CRM სისტემების, Zoho One-ისა და n8n-ის გამოყენებით.

​

ტრენინგის ღირებულება

390 ლარი

​

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
რეგისტრაცია

 

კორპორაციული რეგისტრაციისა და ინვოისის მოთხოვნის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: hello@accurai.ge.

bottom of page