top of page

თანამშრომლებზე, დირექტორებსა და დამფუძნებლებზე გაცემული თანხების საგადასახადო ასპექტები

1773051919664.jpg

ფორმატი: ონლაინ ვებინარი


თარიღი: 18 მარტი, 2026


ხანგრძლივობა: 1.5 საათი


ტრენერი: ზურაბ ნიკვაშვილი, AccurAi-ის დამფუძნებელი

ვებინარის შესახებ

კომპანიის მიერ თანამშრომლებზე, დირექტორებსა და დამფუძნებლებზე თანხების გაცემა სხვადასხვა საგადასახადო ვალდებულებასა და რისკთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

ვებინარზე განვიხილავთ ხელფასის, დივიდენდის, სესხის, ავანსისა და კაპიტალის დაბრუნების საგადასახადო თავისებურებებს. რეალურ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნობით შესაძლო რისკებსა და მათი მართვის გზებს.

​

ვისთვის არის განკუთვნილი?

  • კომპანიის დამფუძნებლებისა და დირექტორებისთვის;

  • ფინანსური და იურიდიული მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის;

  • მთავარი ბუღალტრებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის.

​

რას განვიხილავთ?

  • ხელფასის, დივიდენდის, სესხის, ავანსისა და კაპიტალის დაბრუნების განსხვავებებს;

  • აღნიშნული ოპერაციების საგადასახადო შედეგებს;

  • მათთან დაკავშირებულ შესაძლო საგადასახადო რისკებს;

  • რისკების მართვისა და შემცირების პრაქტიკულ გზებს;

  • რეალურ ბიზნესქეისებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ მაგალითებს.

​

ტრენერის შესახებ

ზურაბ ნიკვაშვილი - AccurAi-ის დამფუძნებელი

  • საერთაშორისო სერტიფიცირებული ბუღალტერი (CPA);

  • EY-ის ყოფილი პარტნიორი;

  • 30 წელზე მეტი გამოცდილება საგადასახადო და ფინანსურ სფეროში.

bottom of page