სესხების ბუღალტრული და საგადასახადო რეგულირება საქართველოში

ფორმატი: ონლაინ ვებინარი
თარიღი: 4 მარტი, 2026
ხანგრძლივობა: 1.5 საათი
ტრენერი: ზურაბ ნიკვაშვილი, AccurAi-ის დამფუძნებელი
ვებინარის შესახებ
ბიზნესის დაფინანსებისას მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს სესხის პირობები და შეირჩეს დაფინანსების შესაბამისი ფორმა.
არასწორად სტრუქტურირებულმა სასესხო ოპერაციებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი საგადასახადო და ფინანსური რისკები შექმნას.
ვებინარზე განვიხილავთ საქართველოში სესხების ბუღალტრული და საგადასახადო რეგულირების საკითხებს, სესხითა და კაპიტალშენატანით დაფინანსების განსხვავებებს და სასესხო ოპერაციებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ გამოწვევებს.
ვისთვის არის განკუთვნილი?
-
კომპანიის დამფუძნებლებისა და დირექტორებისთვის;
-
ფინანსური და იურიდიული მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის;
-
მთავარი ბუღალტრებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის;
-
ბიზნესებისთვის, რომლებიც განიხილავენ ადგილობრივი ან უცხოური დაფინანსების მიღებას.
რას განვიხილავთ?
-
სესხების ბუღალტრული და საგადასახადო რეგულირების საკანონმდებლო ჩარჩოს საქართველოში;
-
სესხით დაფინანსებასა და კაპიტალშენატანს შორის განსხვავებებს;
-
რეზიდენტი და არარეზიდენტი პირების მიერ გაცემული სესხების თავისებურებებს;
-
საპროცენტო განაკვეთისა და სესხის პირობების სწორად განსაზღვრას;
-
სესხის რესტრუქტურიზაციისა და კაპიტალში კონვერტირების საგადასახადო შედეგებს;
-
სასესხო დაფინანსებისას დაშვებულ გავრცელებულ შეცდომებსა და რისკების შემცირების გზებს.
ტრენერის შესახებ
ზურაბ ნიკვაშვილი - AccurAi-ის დამფუძნებელი
-
საერთაშორისო სერტიფიცირებული ბუღალტერი (CPA);
-
EY-ის ყოფილი პარტნიორი;
-
30 წელზე მეტი გამოცდილება საგადასახადო და ფინანსურ სფეროში.