top of page

QuickBooks Online - თანამედროვე ღრუბლოვანი ERP სისტემა თქვენი ბუღალტერიის, ფინანსებისა და ბიზნესის მართვისთვის

ფორმატი: ონლაინ ვებინარი


თარიღი: 24 ივნისი, 2026


ხანგრძლივობა: 1 საათი


ტრენერი: ნინო ალადაშვილი, AccurAi-ის ოპერაციების ხელმძღვანელი

ვებინარის შესახებ

ბიზნესის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი მართვა. QuickBooks Online (QBO) მხოლოდ საბუღალტრო პროგრამა არ არის - ის მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსური და საოპერაციო პროცესების ერთიანად მართვაში ეხმარება.

ვებინარზე გაეცნობით QBO-ს ძირითად ფუნქციებს, ანგარიშგებებსა და ინტეგრაციის შესაძლებლობებს და ნახავთ, როგორ შეიძლება მისი გამოყენება ბიზნესის ეფექტიანი მართვისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

ვისთვის არის განკუთვნილი?

  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერებისთვის;

  • კომპანიებისთვის, რომლებიც საბუღალტრო სისტემის შერჩევის პროცესში არიან;

  • ბუღალტრებისა და ფინანსური სპეციალისტებისთვის;

  • მათთვის, ვისაც სურს ფინანსური პროცესების ერთიან სისტემაში მართვა.

​

რას განვიხილავთ?

  • QuickBooks Online-ის ძირითად შესაძლებლობებს;

  • შემოსავლების, ხარჯების, ინვოისებისა და ვალდებულებების მართვას;

  • ფინანსურ ანგარიშგებებსა და დეშბორდებს;

  • სხვა სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობებს;

  • პრაქტიკულ სცენარებს დემო კომპანიის მაგალითზე.

​

ტრენერის შესახებ

ნინო ალადაშვილი - AccurAi-ის ოპერაციების ხელმძღვანელი

  • QuickBooks Online-ის სერტიფიცირებული სპეციალისტი;

  • მცირე და საშუალო ბიზნესებთან ფინანსური და საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილებით;

  • ეხმარება კომპანიებს ფინანსური პროცესების მოწესრიგებასა და თანამედროვე სისტემებზე გადასვლაში.

bottom of page