საგადასახადო რისკები სამშენებლო სექტორში

ფორმატი: ონლაინ ვებინარი
თარიღი: 4 თებერვალი, 2026
ხანგრძლივობა: 2 საათი
ტრენერი: ზურაბ ნიკვაშვილი, AccurAi-ის დამფუძნებელი
ვებინარის შესახებ
სამშენებლო და დეველოპერულ სექტორში უძრავი ქონების ოპერაციები არაერთ მნიშვნელოვან საგადასახადო საკითხსა და რისკს უკავშირდება. ვებინარზე განვიხილავთ უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებულ დღგ-ის აქტუალურ საკითხებს, მიწისა და ნაგებობის მიწოდების დაბეგვრას, წილების რეალიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან თემებს. განხილვა დაეფუძნება პრაქტიკულ ბიზნესქეისებს და მონაწილეებს დაეხმარება შესაძლო საგადასახადო რისკების უკეთ გააზრებაში.
ვისთვის არის განკუთვნილი?
-
სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების დამფუძნებლებისა და დირექტორებისთვის;
-
ფინანსური და იურიდიული მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის;
-
მთავარი ბუღალტრებისა და ფინანსური სპეციალისტებისთვის.
რას განვიხილავთ?
-
უძრავი ქონების ოპერაციებთან დაკავშირებული დღგ-ის აქტუალური საკითხები;
-
მიწისა და ნაგებობის მიწოდების ოპერაციები;
-
მიწის „გასუფთავება“ და შემდგომი რეალიზაცია;
-
უძრავი ქონების მფლობელი კომპანიის წილების მიწოდება;
-
საერთო ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისთვის გადაცემა;
-
საცხოვრებელი და კომერციული ფართების დაბეგვრის თავისებურებები.
ტრენერის შესახებ
ზურაბ ნიკვაშვილი - AccurAi-ის დამფუძნებელი
-
საერთაშორისო სერტიფიცირებული ბუღალტერი (CPA);
-
EY-ის ყოფილი პარტნიორი;
-
30 წელზე მეტი გამოცდილება საგადასახადო და ფინანსურ სფეროში.