top of page
Search

QuickBooks Online - თანამედროვე საბუღალტრო სისტემა შენი ბიზნესისთვის

  • May 29
  • 3 min read

ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი კონტროლი ბიზნესის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. კომპანიის მფლობელს ან მენეჯერს უნდა შეეძლოს ნებისმიერ დროს ნახოს თუ რა ხდება ბიზნესში: როგორია შემოსავლები, ხარჯები, ფულადი ნაკადები, გადასახდელი ვალდებულებები და სხვა ფინანსური შედეგები.


მცირე ბიზნესებში, რომლებიც არ იყენებენ გამართულ ERP სისტემებს, ფინანსური ინფორმაცია დაგვიანებით მიდის გადაწყვეტილების მიმღებ პირამდე, რადგან საოპერაციო მონაცემები ინახება ცალკე ფაილებში, ტრანზაქციები მუშავდება ხელით, ინვოისები და დოკუმენტები სხვადასხვა სივრცეში/ადამიანებთან არის გაფანტული, შესაბამისად მენეჯმენტი სრულ ფინანსურ სურათს მხოლოდ თვის ბოლოს ან ანგარიშგების მომზადების შემდეგ ხედავს.


თანამედროვე ბიზნესისთვის კი ეს მიდგომა უკვე საკმარისი აღარ არის.


განსხვავებული რეალობაა, მათთვის ვინც იყენებს QBO-ს (Quickbooks Online). ეს არის ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ონლაინ ERP/ საბუღალტრო სისტემა, რაც გულისხმობს, რომ კომპანიის სრული ფინანსური და საოპერაციო მონაცემები ინახება დაცულ ციფრულ სივრცეში და არა ერთ კონკრეტულ კომპიუტერსა ან ოფისში. სწორედ ეს ხდის თქვენი კომპანიის მონაცემებს ხელმისაწვდომს ნებისმიერი ადგილიდან 24/7-ზე, როგორც დესკტოპ, ისე მობილური მოწყობილობით.


QBO-ში შესაძლებელია “ლიდების”, კლიენტების, მომწოდებლების, მარაგების, თანამშრომლების, შემოსავლების, ხარჯების, საბანკო ოპერაციების, ინვოისების, ფინანსური ანგარიშების და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების ერთ სივრცეში მართვა. ეს ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ფინანსური სურათი ნახოს არა მხოლოდ თვის ბოლოს, არამედ მიმდინარე პერიოდში-ყოველდღიურად.


მონაცემები რეგულარულად ახლდება, რაც მენეჯმენტს ეხმარება უფრო სწრაფად გაიგოს, კომპანია ფინანსურად რა მდგომარეობაშია და რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. სწორედ ამიტომ QBO განსაკუთრებით გამოსადეგია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ფინანსური პროცესების მოწესრიგება, ხელით სამუშაოს შემცირება და ყოველდღიურ ოპერაციებზე უკეთესი კონტროლი. 


დღევანდელ თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფინანსური მონაცემების სისწორეს, არამედ იმას, თუ რამდენად მარტივად და სწრაფად არის შესაძლებელი ამ მონაცემებზე წვდომა და მათი გამოყენება. QBO-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაც სწორედ ეს არის - ის ინფორმაციას ხელმისაწვდომს და მარტივად აღსაქმელს ხდის. კომპანიის მფლობელსა და მენეჯერს შეუძლიათ მარტივად, მორგებულ დეშბორდზე ნახონ ძირითადი მაჩვენებლები: რამდენია შემოსავალი, რა ხარჯები აქვს კომპანიას, რომელი ინვოისებია გადაუხდელი, როგორია ფულადი ნაკადები და რამდენად მომგებიანია ბიზნესი კონკრეტულ პერიოდში.


ფინანსური მონაცემების მართვასთან ერთად, QBO ასევე იძლევა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დაგეგმვისა და უკუკავშირის მიღების საშუალებას. გარდა ამისა, ამ პლატფორმაზე შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ისე სრულად მორგებული რეპორტებისა და ანგარიშგებების გენერირება, ბანკების, ინვესტორებისა თუ სხვა კრედიტორების მოთხოვნების შესაბამისად. მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების შემთხვევაში იგი წარმოადგენს ერთიან ბიზნეს გარემოს, რომელიც კომპანიას აძლევს საშუალებას ყველა ძირითადი პროცესი მართოს ერთ სისტემაში, დამატებითი გარე ინსტრუმენტების საჭიროების გარეშე.


QBO ბიზნესის ყოველდღიურ მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს. გადაწყვეტილებების მიღება აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ თვის ბოლოს მომზადებულ ანგარიშებზე ან ცალკე გამოგზავნილ ფაილებზე. მენეჯერს შეუძლია უფრო სწრაფად დაინახოს პრობლემა, უკეთ დაგეგმოს ხარჯები და დროულად მიიღოს ბიზნესისთვის საჭირო გადაწყვეტილებები.


სისტემაში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც ეხმარება სისტემის მომხმარებლებს (რა როლიც არ უნდა ჰქონდეს მას: მარკეტინგი, HR, ბუღალტერი, მენეჯერი…) რუტინული პროცესების გამარტივებაში, მონაცემების სწრაფად დამუშავებაში და ფინანსური ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში.


თუმცა მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პროგრამა პროფესიონალ ბუღალტერს ან ფინანსურ მრჩეველს არ ანაცვლებს. მისი ტექნოლოგია ამარტივებს ფინანსურ და საბუღალტრო პროცესებს, ამცირებს ხელით სამუშაოს და ზრდის მონაცემებზე წვდომას, მაგრამ სწორი აღრიცხვა, საგადასახადო შეფასება და ფინანსური ანალიზი მაინც პროფესიულ ცოდნას მოითხოვს.


სწორედ ამიტომ, საუკეთესო შედეგი მიიღება მაშინ, როცა ეს თანამედროვე პროგრამა და გამოცდილი ფინანსური გუნდი ერთად მუშაობს.


QBO-ის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ბიზნესს ფინანსური მონაცემები ერთ სივრცეში აქვს თავმოყრილი. ეს ამცირებს ქაოსს, ზრდის გამჭვირვალობას და კომპანიას აძლევს უფრო მკაფიო სურათს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.


დღეს ბუღალტერია აღარ არის მხოლოდ წარსული ოპერაციების ჩანაწერები. გამართული ბუღალტრული აღრიცხვა ხელს უწყობს ფინანსურ კონტროლს, დროული ინფორმაციის მიწოდებას და მენეჯმენტის მხარდაჭერას.


QBO სწორედ ამ მიდგომით მუშაობს. ის ეხმარება ბიზნესს, ფინანსური პროცესები გახადოს უფრო მარტივი, მოწესრიგებული და ხელმისაწვდომი როგორც ბუღალტრისთვის, ისე კომპანიის მენეჯერისა და მფლობელისთვის.


AccurAi კლიენტების ბუღალტრულ და ფინანსურ აღრიცხვას სწორედ QBO-ის საშუალებით აწარმოებს. შედეგად, კლიენტებს აქვთ მუდმივი წვდომა საკუთარ ფინანსურ მონაცემებზე და შეუძლიათ უფრო მარტივად აკონტროლონ ბიზნესის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა.


თუ გსურთ, რომ თქვენი ფინანსური მონაცემები უფრო მოწესრიგებული, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იყოს, დაუკავშირდით აკურაის და მიიღეთ თქვენს ბიზნესზე მორგებული თანამედროვე ციფრული მომსახურება.



 
 
 

Comments


bottom of page