top of page
All Posts


🧐 იცოდით, რომ საგადასახადო რეზიდენტობის სწორად მართვა თქვენი შემოსავლების “უმოწყალო” დაბეგვრის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა?
მაღალშემოსავლიანი პირები (HNWI - High Net Worth Individual) სად, რომელ და რამდენ გადასახადს გადაიხდიან დიდწილად საგადასახადო რეზიდენტობის იურისდიქციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ პირი უცხოეთში იღებს შემოსავლებს და იგი საქართველოს საგადასახადო რეზიდენტია, ბევრი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით მას გადასახადების ადმინისტრირება საქართველოში მოუწევს. საქართველოში კი უცხოეთში მიღებული შემოსავლები გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან. ანუ, თქვენი შემოსავლები სრულად თქვენთან რჩება. იმ შემთ
3 days ago2 min read


რას ნიშნავს ERP სისტემა?
დაფიქრებულხართ, რატომ მუშაობს ზოგიერთი ბიზნესი საათივით აწყობილი სიზუსტით, მაშინ როცა სხვები მუდმივად ერთი ნაბიჯით უკან არიან და პროცესებს ფეხს ვერ უწყობენ? საიდუმლო ხშირად ერთ ინსტრუმენტში - ERP სისტემაშია. წარმოიდგინეთ ERP (რესურსების მართვის სისტემა), როგორც თქვენი კომპანიის ცენტრალური ნერვული სისტემა. ზუსტად ისე, როგორც ტვინი იღებს სიგნალებს სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, რათა მათ შეთანხმებულად იმოქმედონ, ERP-იც ასე აგროვებს ინფორმაციას ბიზნესის ყველა კუთხიდან და ერთ სივ
6 days ago2 min read


როგორ დავაზღვიოთ ბიზნესი გარდაუვალი შეცდომებისგან?
ოდესმე დაფიქრებულხართ, რა ღირს ერთი პატარა, მექანიკური შეცდომა? წარმოიდგინეთ სიტუაცია: თვის ბოლოა, წინა თვის დეკლარაციები გადაგზავნილია, გადასახადები - გადახდილი. თქვენ მშვიდად ხართ, რადგან თქვენს ბუღალტერს ენდობით. ის ხომ პროფესიონალია? მაგრამ ერთ დღესაც, შემოსავლების სამსახურისგან შეტყობინება მოდის - თქვენ კომპანიას საგადასახადო აუდიტის პერიოდი დაუდგა. უცებ ათასი ფიქრი იწყებს გონებაში ტრიალს. რა მოჰყვება არასწორად დარიცხულ და გადახდილ გადასახადს? ჯარიმა. საურავი. რატომ ხდ
Dec 112 min read


რა არის ბუღალტერია და რისკებისგან გაზღვევს მისი სწორად წარმოება?
ბუღალტერია წარმოადგენს სისტემას, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს ფინანსური ოპერაციები ზუსტად აღრიცხონ, გაანალიზონ და სათანადო ფორმით წარმოადგინონ. ის იძლევა სრულ სურათს იმის შესახებ, თუ რა რესურსებით მუშაობს ბიზნესი, რა ვალდებულებები აქვს მას, რა მოგებას ან ხარჯს აგენერირებს და როგორი არის კომპანიის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამიტომ ბუღალტერია ნებისმიერი კომპანიის მნიშვნელოვან საყრდენად ითვლება. ბუღალტერიის მთავარი ფუნქციაა ფინანსური პროცესების სწორად აღრიცხვა,
Nov 212 min read


რამდენს უნდა ვხარჯავდე ბუღალტრულ-საფინანსო მომსახურებაზე?
გაქვთ ბიზნესი, ე.ი. გჭირდებათ ბუღალტერია და ფინანსები, მაგრამ, იცით რამდენი უნდა დახარჯოთ ამ ფუნქციებზე? პასუხი ამ კითხვაზეც სტანდარტულია: უნდა დახარჯოთ არც ბევრი, მაგრამ არც ცოტა, ანუ საკმარისი. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე შესაძლებელი გახდა ბუღალტრული და საფინანსო სერვისების აუთსორსინგი ამ პროცესში ბევრი ინდივიდუალური ბუღალტერი თუ კომპანია ჩაერთო. სერვისიც გაიაფდა, მაგრამ ხარისხი? რა მოგახსენოთ. ბუღალტერია არ არის მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციებ
Nov 52 min read


მნიშვნელოვანი სიახლე გადასახადების გადამხდელებისთვის!
შემოსავლების სამსახურმა ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50% შეიძლება გაუქმდეს, თუ გადამხდელი დროულად დაეთანხმება შეთავაზებულ პირობებს. რა შეიცვალა? 📌 2025 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით, შემოსავლების სამსახურმა განსაზღვრა მეთოდური წესი, რომელიც ეხება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების ნახევრის გაუქმებას. ეს ცვლილება ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს გადასა
Oct 221 min read


🔎 როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა გადასახადი გვაქვს გადასახდელი საკმარისი თანხა კი არ გვაქვს?
ნაცნობი სიტუაციაა, ხომ? თანამშრომლებს ვუხდით ხელფასს ფული კი აღარ გვრჩება შესაბამისი გადასახადების გადასახდელად, ან წლის განმავლობაში ვიღებდით შემოსავლებს, მომდენი წლის 1-ლი აპრილისთვის კი აღარ გვაქვს ამ შემოსავლებზე გადასახადის თანხა (დავხარჯეთ ☺️) მათრახი თაფლაკვერაზე გავცვალეთ (ბარტერი) და შესაბამსი დღგ-ს გადასახდელად კი არც ერთი გამოდგება და არც მეორე (სამწუხაროდ, ბიჯეტი გადასახადებს ნატურით არ ღებულობს). როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, თუ კი ვიცით, რომ “სიკვდილი და გადა
Oct 172 min read


ავტომატიზაცია ბუღალტრების მტერია?
შესაძლოა გსმენიათ ასეთი გამოთქმა: „ბუღალტერია, ხალხის მტერია!“ ხუმრობასავით კი ჟღერს, მაგრამ ბევრი ამას ხუმრობად სულაც არ თვლის. და აი, ამ ადამიანების გულის გასახარად, ბუღალტრებსაც გამოუჩნდათ საკუთარი „მტერი“ - ავტომატიზაცია 🙂 ბევრ ბიზნესის მფლობელს ავტომატიზაციის გაგონებისთანავე წარმოუდგება თვალწინ სცენა, სადაც რობოტები ანაცვლებენ მათ ბუღალტრებს და იკავებენ მათ პოზიციებს კომპანიებში. მათთვის ავტომატიზაცია ჯერ კიდევ უკავშირდება კონტროლის დაკარგვის შიშს თითქოს, ტექნოლოგია
Oct 72 min read


საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება:
რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს საგადასახადო ვალდებულებების ავტომატიზებული შესრულება? როგორ ამარტივებს ტექნოლოგია საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას? საგადასახადო კანონმდებლობა მუდმივად იცვლება, რაც ბიზნესს უქმნის გამოწვევებს. სხვადასხვა იურისდიქცია, რთული რეგულაციები და მონაცემთა დიდი მოცულობა ხშირად ართულებს პროცესს. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარება ამ პრობლემას მარტივად აგვარებს. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ავტომატიზებული სისტემები ბიზნესს უზოგავს დროსა
Sep 32 min read


როგორ მოვიქცეთ, როცა საგადასახადომ შეგვამოწმა და დამატებითი გადასახადბი დაგვარიცხა?
ამ ბლოგში გაეცნობით საგადასახადო რისკების მართვის გამოცდილ ტექნიკებს. დავიწყოთ შეკითხვით რამდენად ხშირად გიფიქრიათ იმას თაობაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა საგადასახადომ შეგვამოწმა და შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებითი გადასახადები დაგვარიცხა? ალბათ სტანდარტული პასუხი ამ კითხვაზე იქნება შემდეგი: დარიცხულ გადასახადს აღარაფერი ეშველება, შესაბამისად ის აუცილებლად უნდა გადავიხადოთ. სხვა გზა არ არის. გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენ ცდებით. ჩვენს ბლოგში კი სწორედ ამის და
Aug 263 min read
bottom of page