top of page
Search

როგორ დავაზღვიოთ ბიზნესი გარდაუვალი შეცდომებისგან?

Updated: 4 days ago

ree


ოდესმე დაფიქრებულხართ, რა ღირს ერთი პატარა, მექანიკური შეცდომა?


წარმოიდგინეთ სიტუაცია: თვის ბოლოა, წინა თვის დეკლარაციები გადაგზავნილია, გადასახადები - გადახდილი.


თქვენ მშვიდად ხართ, რადგან თქვენს ბუღალტერს ენდობით.


ის ხომ პროფესიონალია?


მაგრამ ერთ დღესაც, შემოსავლების სამსახურისგან შეტყობინება მოდის - თქვენ კომპანიას საგადასახადო აუდიტის პერიოდი დაუდგა.


უცებ ათასი ფიქრი იწყებს გონებაში ტრიალს.


რა მოჰყვება არასწორად დარიცხულ და გადახდილ გადასახადს?


ჯარიმა. 


საურავი. 


რატომ ხდება ასე?


პასუხი მარტივია და თან ძალიან ბანალური: ბუღალტერიც ადამიანია.


რატომ არის „ადამიანური ფაქტორი“ თქვენი ბიზნესის #1 რისკი?


დაგვეთანხმებით, როგორი მაღალი კვალიფიკაციაც არ უნდა ჰქონდეს სპეციალისტს დაღლილობა, ყურადღების მოდუნება, პირადი პრობლემები ან უბრალოდ რუტინით გამოწვეული „თვალის შეჩვევა“ - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც კერძო (ფიზიკურ) ბუღალტერთან მუშაობას მუდმივ რისკად აქცევს.


მთავარი პრობლემა შეცდომაში კი არ არის. 


შეცდომები ყველას მოსდის.


მთავარი პრობლემა ისაა, რომ როცა ბუღალტერი მარტო მუშაობს, მის ნამუშევარს არავინ ამოწმებს.


ის თავად არის შემსრულებელიც და საკუთარი თავის რევიზორიც.


სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ საკუთარი შეცდომის პოვნა ყველაზე რთულია, ხოლო როცა ამ შეცდომას საგადასახადო ორგანოს აუდიტი აღმოაჩენს  უკვე გვიანია.


სისტემა vs ინდივიდი: რატომ არის აკურაი თქვენი სიმშვიდის გარანტი?


ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესს სჭირდება არა უბრალოდ ბუღალტერი, არამედ უსაფრთხოების სისტემა.


სწორედ ამიტომ, აკურაიში თქვენს ფინანსებს ერთი კონკრეტული პიროვნება კი არ განკარგავს, არამედ მთელი გუნდი.


ჩვენ შევცვალეთ თამაშის წესები და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჩავანაცვლეთ სამეტაპიანი კონტროლის მექანიზმით.


აი, როგორ ვანულებთ შეცდომის ალბათობას ჩვენთან:


1️⃣ ეტაპი: შესრულება - კვალიფიციური ბუღალტერი აწესრიგებს პირველად დოკუმენტაციას, ატარებს ოპერაციებს, ამუშავებს მონაცემებს და ამზადებს დეკლარაციებს.


2️⃣ ეტაპი: შემოწმება (Cross-Check) -  საქმეში ერთვება უფროსი ბუღალტერი. ის ეძებს უზუსტობებს, რომელთა შემჩნევაც პირველ ეტაპზე შეიძლებოდა გამორჩენოდათ.


3️⃣ ეტაპი: დადასტურება - ეს არის ფინალური ფილტრი.


ამ ეტაპზე მონაცემები გადის საბოლოო ვალიდაციას, რთული ან/და არასტანდარტული ოპერაციები გადის საფინანსო კონსილიუმზე, სადაც განიხილება ბუღალტრული და საგადასახადო საუკეთესო პრაქტიკები ამ ოპერაციის ბიზნესისთვის საუკეთესოდ აღსარიცხავად.


შედეგი? საგადასახადო რისკებისგან დაზღვეული ბიზნესი


თქვენ აღარ ხართ დამოკიდებული ერთი ადამიანის სამუშაოს მოცულობაზე, დარგობრივ კომპეტენციაზე, განწყობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა თუ დაღლილობის ხარისხზე.


აკურაის შემთხვევაში, სისტემა მუშაობს საათივით გამართულად, რათა თქვენ შეძლოთ კონცენტრირება იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია - თქვენი ბიზნესის ზრდაზე.


ნუ ანდობთ თქვენს ფინანსურ უსაფრთხოებას იღბალს.


ენდეთ გუნდს, რომელიც თითოეულ ციფრს სამმაგი ლუპის ქვეშ ატარებს.


მზად ხართ, სიმშვიდე თქვენი ბიზნესის სტანდარტად აქციოთ?


📩 დაგვიკავშირდით დღესვე! 


გაიარეთ უფასო კონსულტაცია და მიიღეთ ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებული შეთავაზება.


ree

 
 
 

Comments


bottom of page