როგორ მოვიქცეთ, როცა საგადასახადომ შეგვამოწმა და დამატებითი გადასახადბი დაგვარიცხა?
- salome468
- Aug 26
- 3 min read
Updated: 4 days ago

ამ ბლოგში გაეცნობით საგადასახადო რისკების მართვის გამოცდილ ტექნიკებს.
დავიწყოთ შეკითხვით
რამდენად ხშირად გიფიქრიათ იმას თაობაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა საგადასახადომ შეგვამოწმა და შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებითი გადასახადები დაგვარიცხა?
ალბათ სტანდარტული პასუხი ამ კითხვაზე იქნება შემდეგი: დარიცხულ გადასახადს აღარაფერი ეშველება, შესაბამისად ის აუცილებლად უნდა გადავიხადოთ.
სხვა გზა არ არის.
გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენ ცდებით.
ჩვენს ბლოგში კი სწორედ ამის დამტკიცებას შევეცდებით.
მივყვეთ თავიდან
მოგეხსნებათ, რომ დარიცხულ ძირითად გადასახადს ავტომატურად ჯარიმები ერიცხება, რაც ხშირად მის გაორმაგებას იწვევს.
როგორ გავუძლოთ ამ მოულოდნელ ტვირთს, ისე რომ „წელში არ გავტყდეთ“, ანუ არ გავკოტრდეთ?
პასუხი მარტივია: ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ კვალიფიციურად, ყველა შესაძლო სამართლებრივი მეთოდით.
ბრძოლა კი რამდენიმე ეტაპად უნდა წარიმართოს.
პირველი ეტაპი: დარიცხვის სამართლებრივი საფუძვლის შესწავლა
პირველ რიგში, დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი უნდა შევისწავლოთ.
ამისთვის კარგი საგადასახადო სპეციალისტი დაგვჭირდება, რომლის ყოლაც მხოლოდ დიდ ბიზნესებს ხელეწიფებათ.
მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის კი ხელმისაწვდომი ალტერნატივა საგადასახადო ექსპერტის დაქირავებაა.
მარტივი ჭეშმარიტება💡 კერძო სერვისი საჯაროს ჯობს (კერძო სკოლა - საჯარო სკოლა, კერძო ადვოკატი - სახაზინო ადვოკატი, კერძო დაზღვევა-საჯარო დაზღვევა), საგადასახადო სივრცეშიც სამართლიანია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძო საგადასახადო ექსპერტს კარგი შანსები აქვს საგადასახადო მოხელეების მიერ განხორციელებულ დარიცხვაში ხარვეზები ნახოს.
საგადასახადო საქმე ხომ კომპლექსურია და ლოკალური საგადასახადო კანონმდებლობის გარდა საჭიროებს: სამართლის, ბუღლტერიას, ბიზნესის, საერთაშორისო დაბეგვრის ცოდნას და, რაც მთავარია - მდიდარ საგადასახადო პრაქტიკას.
ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთშიც კი უპირატესობა საგადასახადო ექსპერტს საგადასახადო შემოწმების აქტში ხარვეზების მოძიების კარგ შანსებს აძლევს.
რა ხდება შემდეგ ეტაპზე?
მეორე ეტაპი: საგადასახადო დავის პროცესის ეფექტურად წარმართვა.
შემდეგ აუცილებლად ვიწყებთ საგადასახადო დავის პროცესს, რომელიც ორ ეტაპიანია და ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოს ეტაპებს მოიცავს.
დავის პროცესი ეს ცალკე ,,ხელოვნებაა“ 🎨
იგი საჩივრის კვალიფიციურად შედგენასთან ერთად საჭიროებს მის კვალიფიციურად წარდგენას.
დავის განმხილველი ორგანოს წინაშე არგუმენტირებას, პაექრობას, კითხვების გონივრულად დასმას, დასმული კითხვების მოგერიებას 💪
დავის პროცესი საკმაოდ დიდხანს, ზოგჯერ წლობითაც კი გრძელდება.
ამასობაში დავის პარალელურად საგადასახადო შეთანხმების პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ.
სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი მოქმედების მესამე ეტაპს - საგადასახადო შეთანხმების მიღწევას! 🕊️
მესამე ეტაპი: საგადასახადო შეთანხმების მიღწევა
პროცესი მარტივია, ვტვირთავთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შეთავაზებას დარიცხული ჯამური გადასახდების ნაწილის გადახდის თაობაზე.
აქ ოქროს წესი ასეთია: შეთავაზებული თანხა დარიცხული ძირითადი გადასახადის (ჯარიმების გარეშე) თანაზომადი უნდა იყოს.
თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა შეთანხმება ძირითადად გადასახადზე მნიშვნელოვნად მცირე თანხაზე შემდგარა.
საგადასახადო შეთანხმების პროცესი, როგორც წესი, 2-3 იტერაციას მოიცავს.
ვთავაზობთ შეთანხმების თანხას.
მოდის უარი ყოველგვარი კომენტარის გარეშე.
ვაუმჯობესებთ შეთავაზებას.
დაახლოებით 2-3 ცდის შემდეგ, დიდი ალბათობით, დადებითი შედეგიც დგება.
ალბათ დაგაინტერესებთ, თუ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ეს დადებითი შედეგი?
ახლავე მოგახსენებთ.
📝 პირველი ფაქტორი.
კვალიფიციურად მიგვყავს პირველი, საგადასახადო დავის ხაზი.
საგადასახადო ორგანო აცნობიერებს, რომ რაც უფრო მეტად კვალიფიციურად და ხანგრძლივად ვდავობთ, მით ნაკლებია მათ მიერ დარიცხული გადასახადების საერთოდ ან სრულად მიღების შანსი.
ამასთან, ყველასათვის, მათ შორის ბიუჯეტისთვისაც „დღევანდელი კვერცხი შესაძლოა ხვალინდელ ქათამს ჯობდეს“.
📝 მეორე ფაქტორი
საგადასახადო შეთანხმება მხოლოდ ჩვენს მოკლედ, სტანდარტული ფორმით შედგენილ შეთავაზებას ეყრდნობა, რომელშიც მხოლოდ იმის მითითება შეგვიძლია, თუ რამდენი დაგვერიცხა, და რამდენის გადახდაზე გამოვხატავთ მზადყოფნას.
ყოველგვარი ახსნა-განმარტებებისა და ლოგიკური არგუმენტირების შესაძლებლობის გარეშე.
მიუხედავად ამისა, შეთანხმების დადებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს მიერ დამატებითი დოკუმენტის სახით წარდგენილი განმარტებები, თუ რატომ მივიჩნევთ გონივრულად შეთავაზებული (მორიგების) თანხის გადახდას.
მაგალითად, ვადგენთ ჩვენი კომპანიის ფულადი ნაკადების პროგნოზებს, საიდანაც ჩანს, თუ რისი გადახდის უნარი შესწევს კომპანიას;
წარვადგენთ ჩვენი ქონების სავარაუდო საბაზრო შეფასებას, საიდანაც ცხადია თუ რის მიღებას შეძლებს ბიუჯეტი, თუ საგადასახადო გადამხდელს გააკოტრებს (სულ მცირე ერთით ნაკლები გადამხდელი ეყოლება);
დავა რესურსებს (დრო, ფული, დაკარგული შესაძლებლობები) საჭიროებს, ამიტომ გადამხდელს ურჩევნია საგადასახადო დავის მოსაგვარებლად დღეს გადაიხადოს ფული.
ზოგადად, შეთანხმება მნიშვნელოვანი დადებითი კონოტაციის მატარებელია.
(ორივე მხარე იმარჯვებს) და ამ თვალსაზრისით უკეთესია ვიდრე დავაში ერთის გამარჯვება და მეორის დამარცხება 🤝
დასკვნა
საგადასახადო რისკების მართვა მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას და რაც მთავარია სწორ სტრატეგიას.
როგორც ამ ბლოგში განვიხილეთ, საგადასახადო დარიცხვებთან გამკლავება არა მხოლოდ დავის, არამედ შეთანხმების გზითაც არის შესაძლებელი.
მთავარია, პრობლემას დაუპირისპირდეთ კვალიფიციურად და კომპეტენტურად, რისთვისაც უმჯობესია, საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
საგადასახადო ექსპერტის ჩართულობა მნიშვნელოვნად ზრდის წარმატების შანსებს, რადგან ის არა მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობას, არამედ იურიდიულ და ბიზნეს ასპექტებსაც ითვალისწინებს.
საბოლოოდ, სწორედ ასეთი მიდგომა გვაძლევს საშუალებას, მძიმე საგადასახადო ტვირთი შევამსუბუქოთ, თავიდან ავირიდოთ გაკოტრება და ბიზნესის სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
მოკლედ, ჯერ-ჯერობით სულ ეს არის რისკების მართვის ბოლო ეტაპზე.
სხვა ეტაპებს შემდეგ ბლოგ-პოსტებში გაგაცნობთ.
დღეს კი იმით დავასრულებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი კონსულტანტების მონაწილეობით დიდმა კომპანიამ დიდი საგადასახადო ტვირთი ჩამოიხსნა გაანახევრა რა ჯამური გადასახადები საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით.
გსურთ ჩვენი დახმარებით საგადასახადო აუდიტის შედეგად დარიცხული ჯარიმების და საურავების შემცირებას მიაღწიოთ?
მაშინ მოგვმართეთ!
AccurAi საგადასახადო დავების მართვაში სპეციალიზდება.




Comments