რას ნიშნავს ERP სისტემა?
- salome468
- 7 days ago
- 2 min read
Updated: 4 days ago

დაფიქრებულხართ, რატომ მუშაობს ზოგიერთი ბიზნესი საათივით აწყობილი სიზუსტით, მაშინ როცა სხვები მუდმივად ერთი ნაბიჯით უკან არიან და პროცესებს ფეხს ვერ უწყობენ?
საიდუმლო ხშირად ერთ ინსტრუმენტში - ERP სისტემაშია.
წარმოიდგინეთ ERP (რესურსების მართვის სისტემა), როგორც თქვენი კომპანიის ცენტრალური ნერვული სისტემა.
ზუსტად ისე, როგორც ტვინი იღებს სიგნალებს სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან, რათა მათ შეთანხმებულად იმოქმედონ, ERP-იც ასე აგროვებს ინფორმაციას ბიზნესის ყველა კუთხიდან და ერთ სივრცეში უყრის თავს.
ნაცვლად იმისა, რომ გაყიდვების მონაცემები, მიმდინარე ხარჯები და საბანკო ტრანზაქციები სხვადასხვა ფაილსა თუ ცხრილში იყოს გაბნეული, ERP ყველაფერს ერთიან სისტემაში აქცევს.
ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ყველა რგოლი ერთიანი და ზუსტი ინფორმაციით ხელმძღვანელობს.
„ლოდინის რეჟიმის“ ბარიერი
ბევრი ბიზნესის მფლობელისთვის ის რეალობა, რომლის წინაშეც მისი ბიზნესი დგას, რთული აღსაქმელია დროულად, ანუ “ლაივ” რეჟიმში.
თქვენ ხშირად ბუნდოვნად ხედავთ საკუთარი კომპანიის მდგომარეობას, რადგან დაგვიანებით იღებთ ინფორმაციას .
თუ გსურთ გაიგოთ მიმდინარე ფულადი ნაკადების, მოგებისა თუ ზარალის შესახებ, დებიტორული თუ კრედიტორული დავალიანებების შესახებ სერვისის, კლეინტის ან მომწოდებლის ჭრილში, ამ ინფორმაციის მისაღებად, ჩვეულებრივ, ლოდინი გიწევთ.
თქვენ ელოდებით ბუღალტერს მონაცემების შესაგროვებლად, ელოდებით ანგარიშების შედარებას და მათ საბოლოო სახემდე მოყვანას.
სანამ ციფრებს რეალურად ნახავთ, ისინი უკვე „მოძველებულია“.
ეს დაგვიანება არა მხოლოდ სტრესს იწვევს და მენეჯერული შეცდომის რისკს ზრდის, არამედ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებსაც ნიშნავს, რადგან დროულად ვერ იღებთ საჭირო გადაწყვეტილებებს.
ჩვენ, AccurAi-ში გვჯერა, რომ მფლობელს არ უნდა სჭირდებოდეს შუამავალი იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს მისი ბიზნესი.
ჩვენი ღრუბლოვანი (Cloud) ERP გადაწყვეტა სწორედ ამ ბარიერების დასამსხვრევადაა შექმნილი.
რადგან სისტემა ღრუბლოვანია, თქვენ გაქვთ პირდაპირი, 24/7 წვდომა თქვენს ფინანსურ მონაცემებზე.
არ აქვს მნიშვნელობა, ოფისში ხართ თუ მსოფლიოს მეორე ბოლოში, ინფორმაცია თქვენთვის მუმდივად ხელმისაწვდომია რეალურ დროში.
რატომ ცვლის ყველაფერს რეალური დროის წვდომა?
როდესაც თქვენს ფინანსური მონაცემებზე გაქვთ მუდმივი წვდომა, ბიზნესის მართვის მოდელი სრულიად ახლებურ სახეს იღებს:
თქვენ მომენტალურად ამჩნევთ მარჟის კლებას ან ხარჯების ზრდას და ახერხებთ რეაგირებას მანამ, სანამ ეს პრობლემა უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს.
თქვენ ბიზნეს აღარ მართავთ ინტუიციით, რადგან ზუსტად ხედავთ თუ სად მიდის ყოველი თეთრი და საიდან გენერირდება თქვენი ყველაზე დიდი მოგება.
თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ უკეთ მართოთ რესურსები და დაზუსტებით იცოდეთ, რა შეიძინოთ და როდის გაყიდოთ, რაც თქვენს ფულად ნაკადებს ოპტიმალურად ანაწილებს.




Comments