top of page
Search

მნიშვნელოვანი სიახლე გადასახადების გადამხდელებისთვის!

Updated: 4 days ago


ree

შემოსავლების სამსახურმა ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის 50% შეიძლება გაუქმდეს, თუ გადამხდელი დროულად დაეთანხმება შეთავაზებულ პირობებს.


რა შეიცვალა?


📌 2025 წლის 22 სექტემბრის ბრძანებით, შემოსავლების სამსახურმა განსაზღვრა მეთოდური წესი, რომელიც ეხება საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების ნახევრის გაუქმებას.


ეს ცვლილება ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელთა პასუხისმგებლობის წახალისებას და დავალიანებების დროულად დაფარვის ხელშეწყობას.


როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯარიმის 50%-იანი გაუქმებით?


პირობები შემდეგია 


გადასახადის გადამხდელმა უნდა:


  1. უარი თქვას დარიცხული თანხის გასაჩივრებაზე პორტალზე  eservices.rs.ge-ზე შესაბამისი განცხადების ატვირთვის გზით, 


  2. გადაიხადოს ბიუჯეტში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი სრულად (100%) და ჯარიმა - ნახევარი (50%),


  3. გადაიხადოს აღნიშნული თანხა არა უგვიანეს საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. 


⚠️ მნიშვნელოვანი დაზუსტება


გადახდისას მხედველობაში არ მიიღება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო ზედმეტობა.


მაგალითი საილუსტრაციოდ:


თუ შემოწმების შედეგად დაგერიცხა:


  • ძირითადი გადასახადი - 20,000 ლარი


  • ჯარიმა - 10,000 ლარი


  • ამ მომენტისთვის საგადასახადო ბარათზე გიფიქსირდება ზედმეტობა - 50,000 ლარი


30 დღეში შენ უნდა გადაიხადოთ:


  • 20,000 ლარი (ძირითადი გადასახადი)


  • 5,000 ლარი (ჯარიმის 50%)


  • გადახდის მომენტისათვის დარიცხული საურავი


სულ: 25,000 ლარი - და თუ ეს თანხა ბიუჯეტში ჩაირიცხება დროულად, დანარჩენი 5,000 ლარი გაუქმებულად ჩაითვლება.


არსებული ზედმეტობა 50,000 ლარი მხედველობაში არ მიიღება.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:


თუ გადახდა განხორციელდა ბოლო დღეს (მაგალითად პარასკევს საღამოს), მაგრამ თანხა ბიუჯეტში მომდევნო სამუშაო დღეს აისახა, გადახდა მაინც ჩაითვლება დროულად განხორციელებულად, რადგან ფაქტობრივი გადარიცხვა 30-დღიან ვადაში მოხდა.


რა სარგებელი აქვს ამით ბიზნესს?


აღნიშნული რეგულაცია, გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობას აძლევს გასაჩივრების უპერსპექტივობის შემთხვევაში მიიღოს “ფასდაკლება”.


ყოველივე ზემოთ ხსენებულში მთავარი არის ის, რომ ბიზნესმა სწორად შეაფასოს, ღირს თუ არა დარიცხული გადასახადების გასაჩივრება.


რა ჯობია მისთვის: გაასაჩივროს, თუ გამოიყენოს შეღავათის უფლება. 


ამ შეფასებაში კი დაგეხმარებათ აკურაი. 


ree



 
 
 

Comments


bottom of page