top of page
Search

რამდენს უნდა ვხარჯავდე ბუღალტრულ-საფინანსო მომსახურებაზე?

Updated: 4 days ago

ree

გაქვთ ბიზნესი, ე.ი. გჭირდებათ ბუღალტერია და ფინანსები, მაგრამ, იცით რამდენი უნდა დახარჯოთ ამ ფუნქციებზე? 


პასუხი ამ კითხვაზეც სტანდარტულია: უნდა დახარჯოთ არც ბევრი, მაგრამ არც ცოტა, ანუ საკმარისი. 


მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე შესაძლებელი გახდა ბუღალტრული და საფინანსო სერვისების აუთსორსინგი ამ პროცესში ბევრი ინდივიდუალური ბუღალტერი თუ კომპანია ჩაერთო. 


სერვისიც გაიაფდა, მაგრამ ხარისხი? 


რა მოგახსენოთ. 


ბუღალტერია არ არის მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარება, ზედდებულების ატვირთვა-ჩამოტვირთვა თუ საბანკო გადარიცხვების მომზადება.


ეს არის სიზუსტე, დროულობა, საიმედობა, ოპტიმალურობა.


ამათგან ერთში მაინც ხარვეზი ბიზნესის ყოფნა-არ ყოფნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 


-“რისკების მართვა მარტივიაო” - გეტყვიან აუთსორსერები.


-“დავბეგროთ ყველა ოპერაცია, სადაც რისკი შეიძლება წარმოიშვასო” 


და თქვენც იხდით გადასახადებს ყველაფერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აუთსორსერს საზღაურს თქვენ უხდით, ის კი “საგადასახადოსთვის მუშაობს.” 


მაგალითები გნებავთ?

 

რამდენიც გინდათ. 


უნდა გადაიხადოთ დღგ თქვენს ოპერაციებზე, თუ უკვე ხართ გადამხდელი? 


იცით, რომ სანამ ოპერაცია დღეგ-თი დაბეგვრის “პატივს მოიპოვებდეს” ბევრ ვიწრო გასასვლელში უნდა გაძვრეს?


ჯერ ერთი უნდა იყოს მიწოდება, იმპორტი ან ექსპორტი;


მერე განხორციელებული საქართველოში (თბილისის ოფისიდან უცხოელს კონსულტაცია გაუწიეთ, მაგრამ სერვისი დიდი ალბათობით არ ჩაითვლება საქართველოში განხორციელებულად); 


არ უნდა იყოს გათავისუფლებული, ან  - პირიქით გგონიათ, რომ გათავისუფლებულია,


მაგრამ … (მიწას აწოდებთ და მიგაჩნიათ, რომ ეს ოპერაცია დღგ-სგან გათავისუფლებულია, არადა ამონაწერში მასზე შენობა-ნაგებობა ფიქსირდება და თქვენი მრავალმილიონიანი შესყიდვაც 18%-იანი დღგ-ს საგანი ხდება). 


ან კიდევ, თქვენი შენობა კომპანიის კაპიტალში შეგაქვთ, კომპანიის წილს ყიდით და ფიქრობთ, რომ ამდაგვარად დღგ-ს ირიდებთ და თქვენი აუთსორსერი არ/ვერ გეუბნებათ, რომ არსებობს “უძრავი ქონებით გაჯერებული კომპანიის” ცნება, თუ შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპი.


გადის წლები და უცებ საგადასახადო კამერალურ შემოწმებას იწყებს, თქვენს მიწოდებას დღგ-ს არიცხავს და ერთი იმდენ ჯარიმა-საურავებსაც ადებს. 


ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, სანამ ფასზე გადახვალთ ჯობია აუთსორსერს ჰკითხოთ:


კონკრეტულად ვინ გააკეთებს თქვენს ბუღალტერიას;


ვინ შეამოწმებს მის შესრულებულს;


როგორი ხდება ცოდნის მართვა-გაზიარება კომპანიაში;


როგორია ხარისხის კონტროლი და ა.შ.


ფასს რაც შეეხება, აი როგორ ვფიქრობთ ამაზე ჩვენ, როგორც ამ მომსახურების მიმწოდებელი:


🎯 თუ თქვენი კომპანიის წლიური ბრუნვა არის ₾100,000-დან ₾300,000-მდე,საფინანსო მომსახურებაზე მინიმუმ შემოსავლების 3% უნდა დახარჯოთ. 


დაგჭირდებათ ბუღალტერია, დეკლარაციები, რეპორტინგი და მცირე კონსულტაციები.


📈 ₾300,000-დან ₾1,000,000-მდე ბრუნვის შემთხვევაში საფინანსო სერვისების ფასი პროცენტულად ქვემოთ, სადღაც 1.5%-მდე, ჩამოდის. 


აქ უკვე გარდა ზემოხსენებულისა დაგჭირდებათ მოქნილი შიდა რეპორტინგი, ანალიტიკა, დაგეგმვა, ბიუჯეტების შესრულების ანალიზი, სრულყოფილი (IFRS) რეპორტინგი. 


🏢 თუ ბრუნვა გადადის ₾1M-ზე, პირველ რიგში უნდა იფიქროთ ოპტიმალურია თუ არა საფინანსო ფუნქციის აუთსორსზე გატანა. 


ნებისმიერ შემთხვევაში მასზე შემოსავლების 1% უნდა გაითვალისწინოთ.


აქ უკვე აქტუალური ხდება ფინანსების მართვა - ლიკვიდურობა, მარაგები, სამუშაო კაპიტალი, კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯები; ინვესტორებთან ურთიერთობის წარმართვა; პროცესების აწყობა და კონტროლი და ა.შ. 


P.S.


თუ არ იცით რა გიჯდებათ ამჟამად შენი ფინანსური ფუნქცია - დათვალეთ.


  • შიდა რესურსების ფასი


  • დაკარგული დრო


  • ჯარიმები, რომლებიც შეიძლებოდა აგერიდებინათ


  • გადასახადები, რომლებიც ზედმეტად გადაიხადეთ


  • გადაწყვეტილებები, რომლებიც არ მიიღეთ დროულად



ხშირად “დაბალფასიანი სერვისი” ძვირი ჯდება.


📌 თუ გინდათ, გავიაზროთ თქვენს კომპანიაზე მორგებული ფინანსური სტრუქტურა და დაგეხმაროთ შესაბამისი მოდელის დაგეგმვაში - მოგვწერეთ.


ჩვენ დაგეხმარებით იმაში, რომ ფინანსების მართვა იყოს ოპტიმალური, მოქნილი და რისკებისგან დაცული.



ree



 
 
 

Comments


bottom of page